|
2024-03-01 09:53:31, 936 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე პრეზიდენტის განცხადებაზე - ეთიკას მოკლებულია პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი - ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა
ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი - ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა,- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ჯაღმაიძის თქმით, "პრეზიდენტის სიმაღლიდან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა". "ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში. გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი "ეკლესიის ძველ მეთოდებზე“, ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"? სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს",- წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "იმედი აქვს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას".
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)