|
2024-02-29 12:06:47, 606 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურაში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის სხვლა-ფორმირების თემაზე აგრონომიული და მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, ასევე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე. ტრენინგის მონაწილეებმა ვენახის სხვლა-ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სექტორში მეტი მცოდნე და პროფესიონალი კადრის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემაზე ტრენინგების ჩატარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. მომავალ აგრონომებს და მევენახეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)