11:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 13:45:03, 811 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მუხიანის აგარაკებზე, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკების კიდევ ორ ქუჩაზე - ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე არც წყალარინების ქსელი და არც გზის საფარი არ არსებობდა.

„წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1 240 000 ლარი დაიხარჯება. წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ორივე ქუჩაზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. შექმნილი პრობლემა არასწორი განაშენიანების შედეგი იყო. შესაბამისად, ურბანული პოლიტიკის მხრივ მუშაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics