11:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 13:37:47, 689 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი ანა მარია შიკოს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

"შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2024 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები.

შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics