|
2024-02-28 10:31:40, 641 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ვახორციელებთ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. "ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას. აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)