|
2024-02-26 12:11:18, 659 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, სპეციალური დროებითი კომისია შეიქმნა, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას. „ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო იტოვებს იმედს, რომ ბადლის კანიონის ტერიტორიაზე დროებითი კომისიის დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებას, ჩაივლის მშვიდ, სამუშაო გარემოში და არცერთი მხარე არ შეეცდება პროცესებისათვის ხელის შეშლას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს. აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში - პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები. შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორებისთვის მიუწვდომელი იყო, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)