|
2024-02-23 11:59:51, 771 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი დაათვალიერეს. „ქუთაისის ლაბორატორიაში ცოფის დაავადების კვლევის მეთოდის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები. აღნიშნული კვლევის დანერგვით უფრო დაჩქარდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ცოფის დაავადების როგორც კონტროლზე, ასევე, დიაგნოსტიკაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)