|
2024-02-22 16:42:45, 816 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებაში პოლიცია ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ასევე აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები მოახლოებული არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების კუთხით. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას. ამას გარდა, ალექსანდრე დარახველიძემ სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება; საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური კომუნიკაცია და სხვა საკითხები. შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)