|
2024-02-22 14:36:28, 583 ნახვა
საზოგადოება
მერია - დიღმის მასივში განახლებული N6 ბიბლიოთეკა გაიხსნა
დიღმის მასივში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, განახლებულ ბიბლიოთეკას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესტუმრა და პირადად გაეცნო რეაბილიტაციის შედეგებს. კახა კალაძის განცხადებით, ბიბლიოთეკა ხვალიდან მკითხველებს უმასპინძლებს. „ეს ბიბლიოთეკა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს ხედავთ, რეაბილიტაციის შედეგად თუ რამდენად სასიამოვნო გარემოა. მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა წიგნადი ფონდი, შეიქმნა სივრცე პატარებისთვის, რომელიც გამოყოფილია საერთო სივრცისგან. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ მოვიდეს და ისარგებლოს აღნიშნული სივრცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტების განხორციელებას და მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკები რეაბილიტირდება. გარდა ამისა, ყველა მულტიფუნქციურ ცენტრში, რომელიც იხსნება, გათვალისწინებულია მედიათეკები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და ასეთი სივრცე შექმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა. ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები კახაბერ ლაბუჩიძე და გივი ჩხარტიშვილი. აღნიშნული ბიბლიოთეკა „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და 400 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკაში ასევე შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც ის უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება. აქვეა საერთო სამუშაო კუთხეები, რომელიც აღჭურვილია სტაციონარული კომპიუტერებით. ასევე, მოეწყო ცალკე სივრცე პატარა მკითხველებისთვის. განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები - ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



