05:36 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 09:53:21, 654 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გემო ფესტთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

უკვე მეორედ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყველაზე გემრიელი გასტრონომიული ფესტივალის, პარტნიორი ხდება და ამჯერად ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 24-25 თებერვალს მესტიაში ელოდება. გემო ფესტთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტარიდან-მესტიის მიმართულებით და პირიქით, დამატებითი რეისები დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიულ ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება, რეგულარულ ფრენებთან ერთად 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტარის მიმართულებით და უკან, რეგულარულთან ერთად დამატებით რეისებს შეასრულებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, უკვე მეორედ უერთდება გემო ფესტს და ქუთაისის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ამჯერად მესტიაში გმასპინძლობთ. მესტიის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. გასტრონომიული ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 4 რეისი დაამატა, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ფესტივალზე დასასწრებად. შევხვდებით მესტიაში", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

24-25 თებერვალს, გემო ფესტი მესტიის ცენტრში გაიმართება, სადაც შეფების და ადგილობრივი მზარეულების მიერ  სვანური კულინარიის ახლებური ხედვა იქნება წარმოდგენილი. პროექტის  მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics