05:36 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 15:34:07, 777 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ - გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს

გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც ჯამში 582 ბინას გააერთიანებს. კომპლექსი უახლოესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და ის კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავდოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.

„გრადა დეველოპმენტი უკვე 7 წელია თბილისის ყველაზე მზარდ განვითარებად უბანში - დიღომში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. „საქართველოს ბანკთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს განხორციელებული. „გრადა პარკი“ ჩვენი ახალი საერთო პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ყველა საჭირო სივრცეს გააერთიანებს და შეუქმნის ჯანსაღ და მყუდრო გარემოს, სადაც მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. აღსანიშნავია, რომ პროექტები ენერგოეფექტურია, ის მაღალი ხარისხის მასალებისგან შენდება და აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც ჩვენს მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი ცხოვრების გარანტიას აძლევს“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics