|
2024-02-20 10:34:02, 710 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ვახორციელებთ
ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ. "მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით; 2015-2021 წლებში პროგრამა განხორციელდა კახეთის რეგიონში, 2022 წელს - ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო 2023 წელს - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, რითაც პროგრამამ ქვეყნის მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა. დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტიანობის ზრდისთვის. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)