|
2024-02-19 10:32:38, 677 ნახვა
საზოგადოება
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, „თიბისის“ Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან
„თიბისის“ Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ბათუმის და თბილისის რჩეული მონაწილეები, „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ კვირიან კურსს გადიან. Data აკადემია „თიბისიში“ 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა; ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვაა. „თიბისისთვის“ Data & AI ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად აქტიურად ვცდილობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას და ამ სფეროს ტალანტებისთვის თავის გაცნობას. Data Bootcamp ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ჟიურის რჩეული მონაწილეები ჩვენს გუნდში გადიან ორ კვირიან სტაჟირებას რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად ნახონ თუ როგორ ხდება მოწინავე კომპანიაში მონაცემების დამუშავება, გამოყენება, როგორია მუშაობის სპეციფიკა და აქვთ იმის საშუალება რომ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან გაატარონ დრო. ვფიქრობ, რომ ეს მათი კარიერის განსაზღვრისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი იქნება“, - აცხადებს ნუცა აბაზაძე, „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში. Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები. „თიბისის“ მხარდაჭერით, Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. ბანაკებში ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 7 დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსზე გაიარეს ტრენინგები, მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)