|
2024-02-15 14:45:03, 776 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა
„თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, „თაკარა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსხვავებული ტიპის რესტორანია, რომელიც მგზავრებს, როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული კერძების ნაირსახეობის სრულ სერვისს სთავაზობს. „რესტორანი „თაკარა“ სპეციალურად ქუთაისის აეროპორტისთვის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის საყვარელი პროდუქტი „ლაღიძის წყლები“ იყიდება და ხელმისაწვდომია ჩვენი აეროპორტის სტუმრებისთვის. სააეროპორტო სერვისების გარდა, რესტორან „თაკარას“ არსებობა ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულია 40 ადგილობრივი. მოთხოვნასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რესტორან „თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, „ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს. მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე, ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)