05:20 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 10:24:37, 806 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა

თავდაცვის ახალ კოდექსში არსებული შეთავაზება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ემსახუროს საქართველოს, არის ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ძალიან დიდია ის სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ამ ადამიანებს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი Live”-ში განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, მუშაობის პროცესში კოდექსს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, თუმცა კრიტიკოსების მხრიდან უკეთესის შეთავაზება არ ყოფილა.

„ამ კოდექსს ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, შეთავაზება უკეთესის არ ყოფილა“, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში ჩართულია როგორც სამოქალაქო ოფისის, ისე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
 
„აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თავდაცვის ძალების ისტორიით და ჩემთვის მართლაც საამაყოა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დასჭირდა ამ ადამიანების ერთგულება და პროფესიონალიზმი, ისინი იყვნენ იქ, სადაც სჭირდებოდა სამშობლოს და გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ ძალებში იყო“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანმა „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics