|
2024-02-14 17:14:14, 999 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება
ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მგზავრების შემოწმება დასრულდა და აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს. „ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება გახდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)