|
2024-02-14 10:49:30, 943 ნახვა
საზოგადოება
„გადავარჩინოთ ბახმარო“ - მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს
"გადავარჩინოთ ბახმარო!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. manifest.ge-ზე 12 თებერვალს გამოქვეყნებული პეტიციით მოქალაქეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმე თხოვნით მიმართავენ. "ბახმარო საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური კურორტია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავთენტური იერსახითა და ლანდშაფტით. დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია "ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 1 4501 კვ. მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად. სწორედ ამ მიზნით მივმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
პეტიციას 1 250 მოქალაქე უკვე შეუერთდა, საჭიროა, კიდევ 3 750 ხელმოწერა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)