13:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 19:31:42, 606 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლების საკითხი დავაყენეთ

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

„დავაყენეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ გვეცოდინება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ორ მათგანთან დაკავშირებით. როგორც კი რამე გვეცოდინება, ინფორმაცია გაზიარდება ოჯახებისთვის. რაც შეეხება ბორდერიზაციას, გვქონდა ორი შემთხვევა მიმდინარე წელს. გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია ნულოვან კოეფიციენტთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს ეს საფრთხეები.

თამაზ გინტურის საქმეზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მონაწილეებს მოვთხოვეთ, წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, მათგან მივიღეთ ტრადიციული პასუხი. კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა და ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ამგვარი პოზიცია არის აღმაშფოთებელი, ცინიზმი. რაც შეეხება დავით გურწიევს, ეს საკითხი დაისვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. ეს პიროვნება არის ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics