|
2024-02-13 15:07:31, 629 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი ცალკე პაკეტის გამოყოფის შემდეგ, ვიღაცები ცდილობენ, ეს ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ
როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, უბრალოდ ამ ყურადღებას კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური ამბავი, ახალი 25 000-ლარიანი პაკეტი დაემატა იმისთვის, რომ თავიდან ვისაც რა დასჭირდება ამ ფარგლებში იმკურნალონ, ხოლო შემდეგ, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება მათი მკურნალობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა სენსიტიური თემაა და 25 000-ლარიანი პაკეტი მათი დახმარების დამატებით რესურს წარმოადგენს. „მას შემდეგ რაც დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის საბაზისო 25 000-ლარიანი, ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ, იქიდან გამომდინარე, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო აქამდეც ეხმარებოდა ამ 25000-ლარიანი საბაზისო დამატებითი პაკეტის გარეშე. ანუ ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, მე რაც ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს, რომ 25 000-ლარიანი დახმარება არის ცალკე პაკეტად, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, სახელმწიფო ისედაც, სულ რომ არ იყოს პაკეტი, ისედაც ეხმარებოდა ონკოპაციენტებს და არცერთ მათგანს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე. გაგრძელდება, იქ არის რეფერალური ფონდები და ა.შ. დეტალურად, რა თქმა უნდა ამის ჩამოთვლას მე ვერ დავიწყებ. როგორც ვიცი, ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს შემდეგ და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იწერებოდა განცხადება, შეისწავლებოდა თემა და ეხმარებოდნენ ხოლმე პაციენტებს. შესაბამისად, ვიღაცების მცდელობა ასეთ სენსიტიურ თემაზე, ამ ადამიანებს თავისი პრობლემები აქვთ და თანამედროვე სამყაროში, მე მგონი, განუკურნებელი სენი არ არსებობს, მთავარია, დროული პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიებები და ა.შ. და ამ ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ იმედი მივცეთ, შემოვუძახოთ, გვერდზე ისედაც ვუდგავართ, როგორც ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად, ამის ნაცვლად, ვიღაცები ამაზე პიარის აგორებას აპირებენ და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას, მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო კომუნიკაციაში იქნება, დარწმუნებული ვარ, აუხსნიან დეტალურად და ბუნებრივია, დახმარება როგორც აქამდე იქნება, ისე გაგრძელდება",- განაცხადა მდინარაძემ.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)