|
2024-02-12 12:48:24, 646 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13-15 თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. "თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13-14 თებერვალს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)