|
2024-02-11 11:33:27, 952 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო
სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მიმდინარე დღეებში, დაახლოებით, ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით. გეოლოგები ადგილზე რჩებიან და მონიტორინგი ვითარების დასტაბილურებამდე გაგრძელდება. „ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები" - აცხადებს ოთარ შამუგია.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)