|
2024-02-09 08:57:27, 1025 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - ჩემი ამოცანა იქნება, მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჩიქოვანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა გუნდის ლიდერებს, წევრებს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობას. "მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის წევრებს, ჩვენს ლიდერებს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობის ამ შემადგენლობას და მაძლევს საშუალებას, ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა, ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში და დირექტივებში. ბევრი შიდა უწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი და ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ ამ დოკუმენტით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში იყოს უზრუნველყოფილი მდგრადობა და მეორე მხრივ, განვითარების თვალსაზრისით განჭვრეტადობა. ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და აბსოლუტურად ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის თუ ყველა ადამიანის გვერდით ვიდგები, რომელიც თავდაცვის უწყებაში მსახურობს“,- თქვა ჩიქოვანმა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მინისტრის თქმით, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. "საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც აქამდე იკავებდნენ მინისტრის მოადგილეების პოსტებს. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ერთობლივად და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაცნობებთ მედიას. წინასწარი კომენტარები და ინფორმაციები, რომელზეც თქვენ (მედია) საუბრობთ და მინიშნებებს აკეთებთ, გეტყვით რომ ასეთი კონსულტაციები ჯერ არ გვქონია“,- ამბობს ჩიქოვანი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)