|
2024-02-08 15:05:20, 777 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს
"თიბისი", მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს. აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით. განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება. "თიბისის" გუნდისთვის გამარჯვებისა და წარმატების გზა თვითგანვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას, ამიტომ, "თიბისიში" განვითარების არაერთი შესაძლებლობა დაგხვდება – მათ შორის, პლატფორმა "თიბისი" აკადემია, რომელიც წამყვანი და მოთხოვნადი პროფესიების სრულიად უფასოდ დაუფლებას გთავაზობს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსები. "თიბისი" რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. "თიბისი" მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. "თიბისელებისთვის" კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ", - აცხადებს გვანცა მურღვლიანი, "თიბისის" ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი. "თიბისისთვის" თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, "თიბისელებს" დამატებით სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. ასევე, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლით ვარჯიშები და სხვა. 2009 წლიდან არსებობს ფონდი "თიბისელები", რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. ფონდი თითოეული "თიბისელის" საამაყო პროექტია, რომელიც ერთიანი ძალებით, ყოველწლიურად ასობით "თიბისელს" და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება. ასევე, მრავალშვილიანები - უკვე ბევრი წელია "თიბისისთვის" განსაკუთრებული პროექტია: "თიბისელს", რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს. "თიბისელები" პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებები სარგებლობენ. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, საერთაშორისო განვითარების პროცესში ჩაერთო და სხვა "თიბისელებთან" ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შეუერთდი "თიბისის" და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი "თიბისელი"!
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)