|
2024-02-07 12:04:32, 740 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2024 წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ ლარს მიაღწევს
თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. „თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება. „ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ; ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ემატება, დაახლოებით, 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის, არის მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაშია, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა განადგურებულია. გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად - 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის - 5 მლნ ლარი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 13 მლნ ლარი დაემატება. „კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მლნ ლარი ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი - დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს. „თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა დაახლოებით, 37 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად“, - დასძინა კალაძემ.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



