|
2024-02-07 11:57:39, 644 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება
დედაქალაქს ნევროლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. შესაბამისი ღონისძიებების გატარება კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა. „რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეზოში აღნიშნული ბიუსტი 1988 წელს განთავსდა, ხოლო დაწესებულების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, მისი დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მივმართო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას: როგორც ვიცი, აღნიშნული ბიუსტი „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს, მათი მხრიდანაც არის მზაობა მისი განთავსებისთვის -დავიწყოთ მუშაობა, რათა ურთიერთშეთანხმებით, ქალაქს საზოგადო მოღვაწის ბიუსტი დაუბრუნდეს“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდება. „ასეთ ადამიანებს სჭირდება პატივისცემა, დაფასება და ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, აუცილებელია“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)