|
2024-02-05 10:52:23, 632 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით
2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურის თქმით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, ბოლო წლებში, მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა. „სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58%-ით გაიზარდა. თბილისში მიმდინარეობს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, სადაც 1 000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება ყოფილი სამართალდამცავების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ასევე, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1 000 ლარამდე", - განაცხადა გომელაურმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)