|
2024-02-05 09:30:43, 555 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპი „ევროსპორტის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა
გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. შეჯიბრში 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ განუცხადა, ტურნირის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. მისი თქმით, გუდაურში მიმდინარე "სნოუბორდ კროსის დისციპლინის" შეჯიბრთან დაკავშირებით გამოხმაურებები საერთაშორისო მასტაბით საკმაოდ მაღალია. "დღეს უკვე დაიწყო შეჯიბრი და იმედი გვაქვს, რომ დღესაც კარგად ჩაივლის ყველაფერი. სპორტსმენების იგივე რაოდენობაა, არცერთი დაშავებულა, არავინ გამოეთიშა, რაც შეჯიბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტსმენთა დაახლოებით 70% მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფია. გამომომდინარე იქედან, რომ სპორტსმენთა რაოდენიბა მსოფლიო ჩემპიონატზე შეზღუდულია, ახლა, თითქმის მთელი გუნდებით არიან წარმოდგენილები, აღფრთოვანებულები არიან კურორტით, ყველაფერი მაღალ დონეზე შეაფასეს",- განაცხადა ზურაბ კოსტავამ. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, მსოფლიო თასების ბოლო ნაწილი ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს ჩატარდება. "გუდაურში დღეს, ფინალის მეორე დღეა. გუშინდელი შეჯიბრი საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. ვიმედოვნებ, რომ დღესაც ყველაფერი კარგად ჩაივლის. საერთაშორისო დელეგატების კუთხით შეფასებები საკმაოდ მაღალი გვაქვს, ასევე სპორტსმენების კუთხითაც. პირდაპირი ტრანსლირება ხდება,მათ შორის არხებზე: EURO SPORT და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს ფინალები 12:00 საათზე იწყება, რომელიც დაახლოებით 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდება, შემდეგ გაიმართება დაჯილოდება. გარდა ამისა, 10-11 თებერვალს გვაქვს ბაკურიანში SKI CROSS-ის დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც წარმატებით ჩაივლის. ბაკურიანში დიდი გამოცდილება გვაქვს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების, ასევე მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით. ტრანსლირება მოხდება საერთაშორისო მედიაარხებზე",- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)