|
2024-02-02 13:49:52, 624 ნახვა
საზოგადოება
გუდაური, 3-4 თებერვალს, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
3-4 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. "საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი. მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში პირველად ტარდება, ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე" გადაიცემა. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ, საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. აღნიშნული შეჯიბრიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გრძელდება, 10-11 თებერვალს კი, სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორები არიან კომპანიები „ბორჯომი", "თიბისი" „რედკო" და „სილქნეტი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)