|
2024-02-02 13:10:21, 818 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე - ვერ შემაშინებენ - ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს
ვერ შემაშინებენ - ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ განაცხადა. როგორც ფერაძემ მედიის წარმომადგენლებს დაკავებისას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. "ვერ შემაშინებენ. ბრძოლა გრძელდება. უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებთ... ცალსახად, ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა, რა თქმა უნდა. გავასაჩივრებ... ჩვენ განვაცხადეთ, რომ მე მჭირდებოდა დაცვა. განვაცხადე, რომ იყო ბევრი მუქარა. რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. დაცვაც მომიხსნეს. სიცოცხლის მოსპობისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პირი ამოიკერეს... "ქართული ოცნება" მეუბნება, რომ ფეხებზე ვკიდივარ საერთოდ... ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს. შიგნიდან ბევრ ამბავს გამოვიტან",- განაცხადა ფერაძემ. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. საქმე ეხება სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმას. ინფორმაცია, რომ ხატს საღებავი შეასხეს 9 იანვარს გავრცელდა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა. საღებავის შესხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 10 იანვარს, თბილისში, ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" წევრები შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებდნენ ბრალს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული. აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)