|
2024-02-02 10:48:20, 717 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის, ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება. "შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა (გვირაბი, გალერეა); არსებული მილხიდები და საფეხმავლო გადასასვლელები ახლით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი; ასეულობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება. ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)