|
2024-02-01 13:51:20, 1190 ნახვა
საზოგადოება
„ფრეკენ ჟულის“ პრემიერა „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
15 თებერვლიდან "თეატრი სახელოსნო 42" ახალი სპექტაკლით, "ფრეკენ ჟულით“ წარდგება მაყურებლის წინაშე. სეზონის გენერალური სპონსორია SOLO. SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, SOLO ბარათის მფლობელები "თეატრი სახელოსნო 42"-ის ახალი სპექტაკლის პრემიერაზე ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებენ. პრისეილი 31 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ავგუსტ სტრინდბერგის პიესის "ფრეკენ ჟულის" ლევან წულაძისეული ვერსია. პიესა დათო გაბუნიას მიერ ითარგმნა, სპექტაკლში კი მონაწილეობენ ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი და ანუკა გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას სეზონის მანძილზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. "თეატრი სახელოსნო 42" - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



