|
2024-02-01 12:50:10, 945 ნახვა
საზოგადოება
რუსი პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ კრაშენინიკოვმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) 29 იანვარს დაწერა. კრაშენინიკოვის თქმით, მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უცნობი მიზეზით, არ მისცეს. "საქართველოში შესვლა ვერ მოვახერხე! საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის უცნობია", - წერს ფიოდორ კრაშენინიკოვი. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში. 2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, ხოლო 12 დეკემბერს საქართველოში რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი არ შემოუშვეს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)