|
2024-01-31 12:11:56, 693 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკში“ გზავნილის კურსის აქცია გრძელდება - ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებით
„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. მომხმარებელთა წახალისების მიზნით, გზავნილის კურსის აქცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლია. აღნიშნული აქცია, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, „საქართველოს ბანკის“ დისტანციურ არხებში (მობილბანკსა და ინტერნეტბანკში) თანხის მიღებისას, შეღავათიანი კურსით დააკონვერტიროს თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ეს შეთავაზება ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნული აქციით ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში ისარგებლოს (რუსეთის გარდა. აქცია ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესებს დროულად ვუპასუხოთ. შესაბამისად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ისეთი შეთავაზებები შევქმნათ, რომლებიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. გზავნილის კურსის აქციის სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, აღნიშნული აქცია კიდევ სამი თვით გააგრძელოს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტის ბოლომდე, თანხის დაკონვერტირებისას მიიღოს დამატებითი ბენეფიტი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებზე ზრუნვასა და ახალი შეთავაზებების შექმნას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)