|
2024-01-29 17:00:55, 927 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 200-მდე მწვრთნელი გადამზადდა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ
თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელები პროფესიულად გადამზადდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მწვრთნელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. „პროგრამაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მონაწილეობა 200-მდე მწვრთნელმა მიიღო. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს, ასევე, იმ სიახლეებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში პერიოდულად ინერგება. გადამზადების პროგრამა „საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ განახორციელა, პროცესში კი საერთაშორისო სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გადამზადების კურსები ხელს შეუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში აუცილებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)