|
2024-01-29 13:24:36, 1353 ნახვა
სამართალი
სენაკში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკში" მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ ანრი ლოლუას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. "როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე შუამდგომლობდა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, ნამდვილად არსებობდა ბრალდებულის მხრიდან, როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ისე მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ ანრი ლოლუა 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ - თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლითვის და ჯანრთელობის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)