22:39 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 15:22:12, 706 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებასთან აქცია გამართეს.

აქციაზე პერსონალმა სიმბოლურად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო და ამით კლინიკასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

"აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი",- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ​რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics