|
2024-01-27 13:22:20, 764 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ში პროტესტი გრძელდება
კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტისგან გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვს. "პირველი ღამე გავათენეთ აქ, არსებობს ადამიანური რესურსი, არსებობს ენერგია, რომ ჩვენ ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე. რექტორმა შეწყვიტა გუშინ აზერბაიჯანში ვიზიტი, დაბრუნდა ქალაქში და გვეგონა, რომ შეგვხვდებოდა. თუმცაღა, ის უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ კანცელარიის ოთახი გვაქვს დაკავებული და ამიტომ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე. ჩვენ გვგონია, რომ ეს სიჯიუტე არ არის საჭირო. სინამდვილეში ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრმა ტატო ჩანგელიამ. შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)