|
2024-01-26 16:17:18, 803 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა
„თიბისიმ“ , მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში", პირველი ადგილის მფლობელი - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი „თიბისის“ რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე გახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს „თიბისისგან“ SABA Reader-ის აპლიკაციაში ერთწლიანი წვდომა გადაეცათ. მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობა იყო. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების შესასწავლად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოდან კერძო და საჯარო სკოლების 65 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მისი დასკვნითი ღონისძიება კი 24 იანვარს - განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართა. ფინალისტებმა ნამუშევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც ხუთი სპეციალური პრიზი - ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
ფინალისტებს შორის, „თიბისის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს თეა მაღალდაძეს კატეგორიაში „ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების საკითხები“. კონკურსი ჩატარდა ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზატორებით.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)