|
2024-01-26 14:11:04, 727 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად კანცელარიის ოთახი დაიკავა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების ნაწილმა კანცელარიის ოთახი დაიკავა და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვა. აქციის მონაწილეები თბილისში, კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებასაც ითხოვენ. "როგორც იცით, დღეს შევაჩერეთ ერთი გამოსახლება, რომელიც გადაიდო, მაგრამ ეს არ არის გამარჯვება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ, კეკელიძეზე მძიმე დღის შემდეგ, დავაანონსეთ ჩვენი მოთხოვნა, ესაა: მორატორიუმი გამოსახლებებზე, რომელიც კვლავ ძალაშია. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მივიღოთ საკანონმდებლო ცვლილება, რომ გამოსახლებები შეწყდეს. ამ პროცესს ასევე უკვე ჰყავს ორი პატიმარი, ესაა გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა წიქარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)