|
2024-01-26 12:03:25, 1434 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 56 ოჯახს დაეხმარება
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს, მათ შორის 5 ხანძრის და 51 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში, 601 405 ლარი გამოეყოფათ. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. „შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 56-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება “, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ. კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწევა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 ოჯახს; ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 17 ოჯახს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 ოჯახს; ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 ოჯახს; შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 ოჯახს; ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 ოჯახს. გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)