03:44 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 11:13:05, 654 ნახვა

საზოგადოება
„ბენქსი: ლეგენდის დაბადება სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა - გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

მეოთხე თვეა მუზეუმში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის, ბენქსის ნამუშევრები, გაეცნონ მის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე, იხილონ გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა.

„SOLO განაგრძობს კულტურული და ხელოვნების სფეროს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ქართული სახვითი მუზეუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმმა, SOLO X-სთან და Visa-სთან პარტნიორობით, მსოფლიოში აღიარებული არტისტის, ბენქსის გამოფენას უმასპინძლა სტივ ლაზარიდისის კურატორობით. გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - ის 30 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა. გვახარებს დადებითი უკუკავშირი, რაც გამოფენას მოჰყვა, ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო მეტი კულტურული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

გამოფენაზე ბრიტანელი ქუჩის არტისტის ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ქართველი ქუჩის ხელოვანების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი მხატვრების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics