|
2024-01-25 11:58:46, 528 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს ტესტირება. ფინალისტების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ისინი ერთმანეთს მაისში, ფინალში, პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან. შემდეგ ეტაპამდე მოსწავლეები და გუნდის მენტორები კომაროვის პროფესიონალებთან ელექტროინჟინერიისა და არდუინოს დაპროგრამების კურსს გაივლიან, რაც მათ დაეხმარება, თეორიული ცოდნა შეიძინონ და ფინალური ტურისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა განათლების და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს მოსწავლეებში STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში მომავალი პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის პირველი ტურიც წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი და დადებითი უკუკავშირი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)