|
2024-01-25 09:02:09, 714 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - ვიღაცებს არ მოსწონთ, რომ ეკლესია განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს - პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება
მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს, მგონი, ჩვენი ჩარევაც აუცილებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, პოლიტიკური საფუძველი აქვს. „იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინც და მაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა, სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს იმისთვის, რომ მეტად გაემძაფრებინა ამ შეტევის შინაარსი. მერე გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების ტაძარში. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური საფუძველი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის, რომ ეკლესია ყველაფერთან ერთად, სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით ქვეყანაში. შესაბამისად, უნდათ რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ამ ადამიანების მხრიდან არის შეტევის პირდაპირი საგანი და ეს წლებია გრძელდება. ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა 99%-დან შემცირდა პირობითად 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება ასი წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმი ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 1 საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ამ ადამიანების სახით, როგორიც არის გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რამე წარმატებით. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ჩვენ ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, რომ დავიცვათ ეკლესია, ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება“,- განაცხადა კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)