|
2024-01-23 11:45:46, 857 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისის სხვადასხვა დასახლებაში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. "ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში. კოჯრის დასახლებაში მარილის დაყრა ახლაც მიმდინარეობს. შპს "თბილსერვის ჯგუფი", საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)