|
2024-01-22 17:37:15, 676 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე სააკაშვილზე - თუ უნდა, აუცილებლად შევუსახლებთ სხვა პატიმარს, მაგრამ მისი სურვილია, რომ მარტო ყოფილიყო
თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პალატაში მარტო ყოფნა ექსპრეზიდენტის სურვილია. "დასკვნაში საუბარი იყო, რომ თითქოსდა, ის არის მარტო და სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება. აქვე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწად-ნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როდესაც ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო? თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს. ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალტაში, ასევე, შემდგომში საკანშიც, თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო და ამით, ვფიქრობ, ყველაფერს პასუხი გაეცა",- განაცხადა ბრეგაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)