|
2024-01-22 13:56:49, 567 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, N64 ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. „სამშენებლო სამუშაოები სულ რამდენიმე დღის დამთავრებულია და 500-მდე ბავშვის მიღება შეუძლია ახალ საბავშვო ბაღს. ხედავთ როგორი სტანდარტებით არის მოწყობილი, როგორი გარემოა და ძალიან მიხარია, რომ ეს ინფრასტრუქტურა წესრიგდება. გვინდა როგორც ახალი ბაღები ავაშენოთ, ასევე არსებულ ბაგა-ბაღებში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, მთლიანად რეაბილიტირდეს ინფრასტრუქტურა. პატარები და მათი მშობლები გახარებულები არიან. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო დირექციას, მასწავლებლებს და წამრმატებები ვუსურვო მათ", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობითვე, ახალი ინფრასტრუქტურა თბილისის მერთან ერთად დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა და თბილისის საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ. „ახალი ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები. ბაღს ასევე აქვს გამწვანებული, დაცული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები და სათამაშო მოედნები. აღსანიშნავია, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ბაღში უკვე 400-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)