|
2024-01-17 12:25:25, 741 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია. თავდაპირველად ვფიქრობდით, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვემოთ, გვირაბებში ჩაგვეტანა და ზედა სივრცეში მწვანე პროექტი განგვეხორციელებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარში ასწლოვანი ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და შუა გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი. „გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. ასევე, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული „300 არაგველის მემორიალი“ იქნება“, - დასძინა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს შეადგენს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)