|
2024-01-16 14:48:29, 583 ნახვა
საზოგადოება
ბენდელიანი წერეთელზე - კომპანიებთან დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა
კომპანიებთან დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. ბენდელიანის თქმით, ამ ეტაპზე ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და შესაბამისი ხელშეკრულებები ხვალვე გაფორმდება. „როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გქვონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს, რაც გვაქვს დადგენილი - ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ. დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა. ამასთან, კითხვას, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის დაჯარიმდებიან თუ არა კონტრაქტორი კომპანიები, ბენდელიანმა უპასუხა, რომ სანქციების რეჟიმი იმოქმედებს თავად ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად. „სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს არის საბანკო გარანტიების ნაწილში, ინსპექტირების რამდენიმე აქტი გაკეთდა და შესაბამისი ჯარიმების გამოწერაც მოხდა კონკრეტულად იმ ვადაგადაცილებებზე. ხარვეზების გამოსწორება კი მოუწევთ იმ კომპანიებს, რომლებიც ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ხარვეზები დაუშვეს, თანხას არ გადავუხდით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, უცვლელი დარჩება“, - დასძინა ბენდელიანმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)