|
2024-01-12 10:31:57, 943 ნახვა
საზოგადოება
Human Rights Watch - 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო
საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა "არათანაბარი იყო", - ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ხელისუფლება ცდილობდა, მიეღო კანონმდებლობა "უცხოური აგენტების" შესახებ, რომელიც "გამოხატვის თავისუფლებას გამოუთხრიდა ძირს". "კვლავ შენარჩუნდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა კუთხით სხვა საკითხები მოიცავს შეზღუდვებსა და თავდასხმებს მედიის თავისუფლებაზე, ისევე, როგორც შრომით უფლებებს. ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სტრატეგიამ ვერ მოიცვა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებები", - წერია ანგარიშში. ანგარიშის მიხედვითვე, სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც "აგენტების კანონს" აპროტესტებდნენ, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი ძალადობის შესახებ. ანგარიშში ასევე მოხვდა "თბილისი პრაიდის" ფესტივალიც, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ-ინფოს" დარბევის გამო გაუქმდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)