|
2024-01-10 17:16:54, 720 ნახვა
საზოგადოება
ფერაძე - ეს არის ლინჩის წესის დანერგვა - საპატრიარქოს მიერ არიან მართულები
საპატრიარქოს მიერ არიან მართულები,- ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე "ალტ-ინფოს" მიერ თბილისში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციას. ფერაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მომხდარს "ლინჩის წესის დანერგვა" უწოდა. "ეს არ არის ნორმალური, ეს არის რაღაც ცუდი სიზმარივით. ეს არის ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი თავისით ამას ვერ მოიფიქრებდა, არიან მართული ძალიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით. რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი. უსაფრთხოება არის პირველი - ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების... პატრულმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. იყო ძალიან დიდი მობილიზაცია",- აცხადებს ნატა ფერაძე. ცნობისთვის, დღეს, 10 იანვარს თბილისში, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" წევრები შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებდნენ ბრალს. გუშინ, 9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა. თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული. აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)